ვიდეო კონკურსს ”გაგვაცანი შენი სკოლა” გამარჯვებულები

ვიდეო კონკურსს ”გაგვაცანი შენი სკოლა” გამარჯვებულები

ვიდეო კონკურსს ”გაგვაცანი შენი სკოლა” გამარჯვებულები ცნობილია

ესენია:

 პირველი ადგილი: ჯგუფი – S.M.G (1000 ლარი) – სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა. ვიდეო

 მეორე ადგილი: ჯგუფი ,,ემპლასტრო” (700 ლარი)- სსიპ. ქ. ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა. ვიდეო

 მესამე ადგილი: ჯგუფი ,,მარჯვნივ” (500 ლარი) – თბილისის 64-ე საჯარო სკოლა. ვიდეო

ასევე, გუნდის თითოეულ წევრი ისარგებლებს 50%-იანი სასწავლო გრანტით, ხოლო გუნდის ლიდერები დასაჩუქრდებიან ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერებით.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა 70-მდე ვიდეო გადაიღეს და გამოგვიგზავნეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ჩართულობისა და დაინტერესებისთვის

გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართება 14 აპრილს, 14:00 საათზე, იბსუში.

Log In

Create an account