“გაგვაცანი შენი სკოლა” – სარეგისტრაციო ფორმა

“გაგვაცანი შენი სკოლა” – სარეგისტრაციო ფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს

თუ ხარ კრეატიული, გაქვს საინტერესო იდეები და გგონია, რომ შენ სკოლაში ისეთი ამბები ხდება, რომ სხვებსაც გსურს გაუზიარო; ამასთან, ფულად პრიზსა და 50%-იან საგრანტო ვაუჩერზეც არ იტყოდი უარს. მიიღე მონაწილეობა იბსუს ახალ ვიდეო კონკურსში.

ჩვენ საინტერესო ნამუშევრების მოლოდინი გვაქვს.

მონაწილეობის წესები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, –  თანასკოლელებისგან დაკომპლექტებული გუნდით (მაქსიმუმ 5 მოსწავლე).

აირჩიე შემოთავაზებული თემა, რომელიც  შენი სკოლის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს, გადაიღე (მობილურით, სამოყვარულო ან პროფესიონალური კამერით) მაქსიმუმ 3-დან 4 წუთიანი ვიდეო შემდეგ საკითხებზე:

ჩემი სკოლის ერთი დღე

ღია გაკვეთილი სკოლაში

თანასწორობა/ტოლერანტობა ჩემს სკოლაში

ინკლუზიური განათლება ჩემს სკოლაში

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს სკოლაში

თავისუფალი თემა

გადაღებული ვიდეო ატვირთე youtube – ის არხზე გამოგვიგზავნე ბმული მითითებულ გრაფაში.

 

პრიზები

პირველი ადგილი –  1000 ლარი

მეორე ადგილი –  700 ლარი

მესამე ადგილი  – 500 ლარი

გუნდის ლიდერები დასაჩუქრდებიან ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერებით

დედლაინი –  16 მარტი, 18:00 სთ.

"გაგვაცანი შენი სკოლა" - სარეგისტრაციო ფორმა
მონაწილეთა რაოდენობა - ჯგუფის ლიდერი და წევრები (მაქსიმუმ 5 თანასკოლელი)
 

Log In

Create an account