IBSU-ს სკოლის მეგობრები

IBSU-ს სკოლის მეგობრები


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას პროექტზე “IBSU-ს მეგობარი სკოლები”, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ იბსუ და ასევე, თანატოლებს გააცნონ ჩვენი სასწავლო პროგრამები, დაფინანსების სისტემა და ა.შ.

პროექტის აღწერა

დაინტერესებული აბიტურიენტი, იბსუს სტუდენტებთან ერთად, 1 თვის მანძილზე სხვადასხვა სკოლაში თანატოლებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. აცნობს მათ სასწავლო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ყველა იმ სიახლის შესახებ, რაც უნივერსიტეტში ხდება.სტაჟირების ბოლოს აბიტურიენტი მიღებს დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომლის წარდგენის შემთხვევაში იბსუში სწავლისას 30%-იანი შიდა დაფინასებით ისარგებლებს.

რეგისტრაცია სრულდება 8 მარტს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორის – სალომე სუხიშვილს 555 96 54 95

რეგისტრაცია დასრულებულია

Log In

Create an account