სასკოლო ოლიმპიადა

სასკოლო ოლიმპიადა

”იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2019” 17 მარტს 11:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, ზუგდიდი) გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ზოგადი უნარების ტესტი შედგება 60 შეკითხვისგან (30 ვერბალური, 30 მათემატიკური) და მის ამოსახსნელად მოსწავლეს 2 საათი აქვს.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან iPad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი, 50 %-იანი და 25 %-იანი სასწავლო გრანტით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

  • 1-ლი ადგილი დაჯილდოვდება iPad-ითა და იბსუს 100%-იანი სასწავლო გრანტით;
  • მე-2 ადგილი დაჯილდოვდება ტელეფონითა და იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტით;
  • მე-3 ადგილი დაჯილდოვდება ყურსასმენითა და იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტით;
  • მე-4-დან 25-ეს ჩათვლით დაჯილდოვდებიან იბსუს 50%-იანი სასწავლო გრანტით;
  • 26-დან – 50-ეს ჩათვლით დაჯილდოვდებიან იბსუს  25%-იანი სასწავლო გრანტით;

* აღნიშნული სასწავლო გრანტი იმოქმედებს იბსუში ჩაბარების შემთხვევაში

** ოლიმპიადა ჩატარდება ერთ ეტაპად და რეგისტრაცია დასრულდება 13 მარტს

სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია
 

Log In

Create an account