TOP 10

TOP 3

ბავშვობიდანვე მუდამ ამ უნივერსიტეტის ბენეფიტების შესახებ ვისმდენდი, რამაც, ბუნებრივია, ჩემი ინტერესი გააღვივა. რაც დრო გადიოდა, სოციალური მედიისა თუ მეგობრების მეშვეობით უფროდაუფრო ვრწმუნდებოდი, რომ IBSU-ზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი. როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა, ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია უნივერსიტეტის შიდა დაფინანსების სისტემამ და ვფიქრობ ეს ძალიან კარგი გზავნილია მომავალ სტუდენტებთან, რადგან ფაქტია, IBSU მაქსიმალურად ცდილობს ხარისხიანი განათლების საჭირო ადრესატამდე მიტანას!

პირველმა დღემ ჩემი ისედაც დიდი მოლოდინი თან გაამართლა და თანაც უფრო გაზარდა. აქაური ატმოსფერო შეუდარებელია, ხალხი საოცრად პოზიტიური და სიცოცხლით სავსე. რაც შეეხება გეგმებს, მინდა პირველი ნაბიჯებიდანვე აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა აქტივობებში და ფეხი ავუწყო უნივერსიტეტის ტემპს.

აბიტურიენტობისას, ვფიქრობ, უმთავრესი მიზანდასახულობაა. პირადად მე, ძალიან სტრესული გამოცდებისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 1-2 თვე მქონდა, რადგან გაცვლითი პროგრამა FLEX-ით აშშში ვსწავლობდი ამ წელს. ნამდვილად არ მეგონა თუ შევძლებდი IBSU-ში მოხვედრას და მით უმეტეს 100%-იანი დაფინანსების მოპოვებას, რომ არაფერი ვთქვათ პირველკურლესების წამყვან რიგებში მოხვედრაზე. ამიტომ, ვისაც ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს ვურჩევდი, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ და აუცილებლად მიაღწევენ სასურველ მიზანს, ისეთს როგორიც გამორჩეულ უნივერსიტეტში მოხვედრაა. რა თქმა უნდა, იქნება რთული ეტაპებიც, მაგრამ მთავარია არასოდეს დანებდეთ და შედეგით დადებითად გაოცებულები დარჩებით, ისევე როგორც მე.”

Log In

Create an account