სიახლეები

IBSU – გაცვლითი პროგრამების დიდი შესაძლებლობები და 27 ქვეყანა ერთ უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოს  135 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. აქ მოქმედი არაერთი გაცვლითი პროგრამა ყოველწლიურად ასობით სტუდენტს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეები ნახევარი ან ერთი სემეტრით უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასურველ პროფესიას ეუფლებიან. ერასმუსის გაცვლითი პროგრამა კი სტუდენტებს სრულიად ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან. გარდა ამისა, იბსუში მაღალია საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობაც, 27 ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებაზე 164 სტუდენტი იღებს განათლებას.

გაცვლითი პროგრამების აქტუალობასა და სტუდენტების მონაწილეობის შესაძლებობებზე EDU.ARIS.GE- გაცვლითი პროგრამების კოორდინატორისოსო გაბელაია დაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ანუკი ნატროშვილი ესაუბრებიან.

  • რას სთავაზობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს?
  • უნივერსიტეტს აქვს ურთიერთობის მემორამდუმენი სხვადასხვა ქვეყნის მრავალ უნივერსიტეტთან. ეს აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.  ჩვენ გვყავს უნივერსიტეტები, რომლებიც ერასმუსის პროგრამაში არიან ჩართულნი, რაც ითვალისწინებს სტიპენდიებს სტუდენტებისთვის. ყველაერასმუსის პროგრამას სხვადასხვა დაფინანსების სისტემა აქვს, რომლებსაც ჩვენ ვამცნობთ სტუდენტებს და შემდეგ ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად აინტერესებთ ესა თუ ის უნივერსიტები. ასევე, გვყავს ბილატერული უნივერსიტეტები.აქ, სტუდენტს შეუძლია საკუთარი დაფინანსებით წავიდეს.
  • რამდენად დიდია თავად სტუდენტების სურვილი და ჩართულობა მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში ?
  • ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილებენ ამ პროცესში. მე პირადად ვესწრები თითქმის ყველა შესარჩევ ინტერვიუს და სტუდენტთა მოტივაცია და მიზანი, რომ წარმატებულები იყვნენ, არის დიდი. ჩემი თვალთახედვიდან ყველა სტუდენტს მოვუწოდებ, ცადონ ბედი გაცვლით პროგრამებში.
  • როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არიან იბსუის სტუდენტები მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და რა როლს თამაშობს ამ მომზადებაში თავად უნივერსიტეტი?
  • ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ნამდვილად მზად არიან,  უნივერსიტეტი, ასევე, საქართველო კარგად წარმოადგინონ საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორებს და ადმინისტრაციას. უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ თავად სტუდენტების მონდომებასაც. უნივერსიტეტი უქმნის პირობებს სტუდენტებს, რომ მიიღონ საუკეთესო განათლება, მაღალი სტანდართებით  საუკეთესო პროფესორებისგან.
  • რომელი უნივერსიტეტი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით და როგორია უკან დაბრუნებული სტუდენტების განწყობა?
  • განსაკუთრებული პოპულარულობით ვერ ვიტყვი, მაგრამ სტუდენტები უფრო ისეთ უნივერსიტეტებს ირჩევენ, რომლებიც კარიერულად გამოადგებათ. მათ აქვთ უფლება აირჩიონ ტოპ 3 უნივერსიტეტი და  შესაბამისად გასაუბრებაცგაიარონ. სტუდენტები შინ დადებითი ემოციებით ბრუნდებიან. ისინი უზიარებენ თავიან შეხედულებებს თავიანთ მეგობრებს და თანაკურსელებს. უკვე რამდენჯერმე გავიგე ასეთი პოზიცია – „იმიტომ ვირჩევ ამ უნივერსიტეტს, რომ ჩემი მეგობარი იყო მანდ და ძალიან მომეწონა“. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა სტუდენტი ბრუნდებაასეთი ემოციით და სხვებსაც უზიარებს გამოცდილებას. ეს ჩვენ გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ უფრო მეტი და მეტი უნივერსიტეტი მოვიძიოთ სტუდენტებისთვის.
  • როგორც ვიცით, შავი ზღვის უნივერსიტეტში სტუდენტები 27 ქვეყნიდან სწავლობენ, რომელი ქვეყნიდან არის ყველაზე მეტი სტუდენტი და რომელი მიმართულება აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად?
  • რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში ძალიან კარგი მდგომარეობაა უცხოელი სტუდენტების მხრივ. გვყავს სტუდენტები ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან. ნამდვილად ვერ გამოვარჩევ ფაკულტეტებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სტუდენტს აქვს საკუთარი უნიკალური არჩევანი. ერთ წელს შეიძლება ბიზნეს მანეჯმენტზე ბევრი სტუდენტი ჩაირიცხოს, ხოლო, მეორე წელს სხვა მიმართულებას მიენიჭონ უპირატესობა. როცა მუშაობ უცხოელ სტუდენტებთან, უპირველესად, ყურადღება უნდა მიაქციო მათ რა უნდათ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აუხსნა ქვეყნის წესდება და უცხო ქვეყნის განათლების სისტემა. შეიძლება სტუდენტისთვის დარგის შეცვლა მის ქვეყანაში მიღებული იყოს სწავლის პერიოდში, მაგრამ სხვა ქვეყანაში ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს.
  • რა გეგმები გაქვთ მომავალში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, გაიზრდება თუ არა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მსოფლიოს უნივერსიტეტებთან ?
  • მთავარი მიზანი საერთაშორისო ოფისის, და ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობები  შევთავაზოთ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების კუთხით. გვინდა, რაც შეიძლება მეტ უნივერსიტეტებს დავუკავშირდეთ და მათან დავამყაროთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
  • IBSU-ის გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე საუბრობს ანუკი ნატროშვილიც. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება და ექვსთვიანი გაცვლითი პროგრამით პარიზის უნივერსიტეტში (ISG)იმყოფებოდა.შორიდან შეიძლება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ თუ იბსუში სწავლობ, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მთავარი მონდომებაა. თუმცა, მონდომებასთან ერთად აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრებაც გქონდეს. მე, პირადად, სხვა ქვეყანაში სწავლით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მქონდა საშუალება მეცხოვრა დამოუკიდებლად და შემედარებინა ერთმანეთისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტანდარტები. ამან უფრო დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც იბსუში ჩავაბარე. ზოგადად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, არამარტო მათ, ვინც გაცვლითი პროგრამით არის დაინტერესებული, ყველა სტუდენტს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ყველაფერში გეხმარება.“

Log In

Create an account