TOP 10

TOP 1

გურამ ჯაჯანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების (ინგლისურენოვანი პროგრამა) სტუდენტია და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით,#იბსუ-ში წელს ჩარიცხულ სტუდენტთა შორის, ყველაზე მაღალი აკადემიური შედეგები აქვს და 100%-იანი გრანტის მფლობელია. ის, ასევე, იბსუს სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა.

”არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გამოც, მე პირადად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავირჩიე. პირველი და უმთავრესი არის, რა თქმა უნდა, სწავლების მაღალი ხარისხი. ამას განაპირობებენ კვალიფიცირებული ლექტორები და ადმინისტრაცია, რომელიც ზრუნავს ადეკვატური აკადემიური გარმეოს შექმნაზე. მეორე, რასაც მე დიდ ყურადღებას ვაქცევ, არის ინფრასტრუქტურა. იბსუ არის ის უნივერსიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს თავის სტუდენტებს კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოთი. გარემო მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე, შესაბამისად მის მიერ შესრულებული სამუშაოს პროდუქტიულობასა და ხარისხზეც. გარდა ამისა, მე ყურადღებას ვაქცევ მოსწავლეთა იმ კონტიგენტსაც, რომელთანაც მე მიწევს ურთიერთობა. იბსუს რეიტინგულობიდან და მოთხოვნადობიდან გამომდინარე უნივერსიტეტი ნამდვილად არ განიცდის ისეთი მოსწავლეების ნაკლებობას, რომლებთან ურთიერთობაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს.
ამასთანავე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს აქვთ აქტიური სპორტული ცხოვრების შესაძლებლობაც, რასაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული სპორტული აქტივობები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია უნივერსიტეტის მხარდაჭერა მოწადინებული მოსწავლეებისადმი ფინანსური კუთხითაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იბსუს აქვს ყველაზე მოქნილი დაფინანსების სისტემა, რაც ამ უნივერსიტეტის დიდი უპირატესობაა. გარდა ამ ყველაფრისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ჩემი ყურადღების ცენტრში მოექცა, ეს არის უნივერსიტეტის აქტიურობა არაფორმალური განათლების კუთხით, სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობაში, სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზება, რაც ხელს უწყობს მათი აკადემიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პიროვნულ განვითარებას. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მე იბსუ ავირჩიე.

შეიძლება ითქვას, რომ იბსუს ჩემი მოლოდინები უკვე გამართლებული ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე არჩევანი ამ უნივერსიტეტზე შევაჩერე. ახლა კი მაქვს განცდა, რომ ჯერი ჩემზეა, რომ მე უნდა გავუმართლო საკუთარ თავსა და უნივერსიტეტს მოლიდინები და შესაბამისად გამოვიყენო ის გარემო, პირობები და შესაძლებლობები, რომელთაც იბსუ მიქმნის და მთავაზობს. მაქვს მოლოდინი, რომ ამ სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებისა და საკუთარი მოტივაციის, მონდომებისა და შრომის მეშვეობით ჩემი აქ ყოფნის ოთხი წელი იქნება სუპერპროდუქტიული ყველა იმ სფეროში, რომელთანაც მე მექნება რაიმე სახის შეხება.

ჩემი აზრით, წარამტების გარანტია მოტივაცია. მოტივაციამ მე პირადად, გამაკეთებინა ის, რისი გაკეთებაც მევალებოდა და გამაკეთებინა ისიც, რასაც არავინ არ მთხოვდა, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემს მიერ გამოხატული ეს დამატებითი ინიციატივა დამეხმარებოდა საკუთარი შედეგის გაუმჯობესებაში. მოტივაცია, მისწრაფება მიზნისადმი ადამიანს უჩენს სურვილს საკუთარ თავზე მუშაობის, რაც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის დადებისას. რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომელთაც თავისი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკუთარ თავზე მუშაობისა და იმ ყველაფრის გაკეთების გარეშე, რაც ზემოთ ვახსენე, შეუძლებელი იქნებოდა კონკრეტული შედეგის დადება და მჯერა, რომ უფრო მეტი მუშაობისა და ძალისხმევის გაღების შემთხვევაში მექნებოდა კიდევ უფრო უკეთესი შედეგიც.
ამგვარად, ჩემი რჩევა იქნებოდა, აბიტურიენტებმა იმუშავონ უფრო მეტი საკუთარ თავზე, არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ კლასში შესრულებული სამუშაოთი და მასწავლებლების რეკომენდაციებით, თავად გაუკეთონ საკუთარ სამუშაოს ანალიზი, თავად იზრუნონ საკუთარი სუსტი მხარეების აღმოჩენაზე და თავადვე ეძიონ ის გზები, რომლებითაც ამ ნაკლოვანებებს უპირატესობებად აქცევენ.

რაც შეეხება უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთებას, რა თქმა უნდა, ყველა იმ გზით უნდა წავიდეს, საითაც გული მიუწევს, თუმცა ჩემი რჩევა იქნებოდა, მომავალმა სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილონ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე, რა შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, მათ მიერ ასარჩევ სასწავლებელთა ნუსხაში იბსუ ერთ–ერთ მეწინავე პოზიციაზე იქნება.”

Log In

Create an account