დასაქმება

დასაქმება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე!

ჩვენთან ფუნქციონირებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი. უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა წამყვან დამსაქმებელ კომპანიასთან, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. IBSU-ში სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი, სადაც თქვენ ისწავლით, როგორ დაწეროთ CV, როგორ შეადგინოთ სამოტივაციო წერილი, როგორ აწარმოოთ ინტერვიუ-მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან, ასევე შეიძენთ დასაქმებისთვის აუცილებელ სხვა უნარებსაც. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში შემუშავდა საღამოს სწავლების სალექციო განრიგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ, სწავლის პარალელურად, გეძლევათ მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები განაპირობებს იმას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია.

Log In

Create an account