დაფინანსება

დაფინანსება

როგორია სწავლის საფასური, შეღავათები და დაფინანსების სისტემა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისთვის?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება. უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის მნიშვნელოვანია, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციისას, სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (კოდი 064) პირველი ადგილი მიანიჭოთ.

“გრანტს + გრანტი”

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 30%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.


კალკულატორიგამოითვალე შენი გადასახადი გრანტს + გრანტის სისტემით

%

ლარი წელიწადში

ლარი წელიწადში

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები

თუ ხარ სახელმწიფო გრანტის მფლობელი, საჯარო და კერძო სკოლების ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 4 წლის განმავლობაში, 100% და 70% და 50% -იანი გრანტით დაგაფინანსებს.

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.



ახალი შემოთავაზაბის თანახმად: მედალოსნები, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და იბსუში ჩაირიცხებიან მიიღებენ 40%-იან შიდა გრანტს.

კალკულატორიგამოითვალე შენი გადასახადი ოქროსა და ვერცხლის მედალოსნობის შემთხვევაში

%

ლარი წელიწადში

ლარი წელიწადში

რა შემთხვევაში მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტიპენდიას?

პირველი 500-ეული
თუ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მაშტაბით, პირველ 500 აბიტურიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

პირველი 1000-ეული
თუ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მაშტაბით, პირველ 1000 აბიტურიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.


რა შემთხვევაში მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა დაფინანსებას?

თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს (კოდი 064) უპირატესობას მიანიჭებ და უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველს ჩაწერ, 20%-იან დაფინანსებას მიიღებ.


”იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2019” 17 მარტს 11:00 საათზე საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული) გაიმართა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.ზოგადი უნარების ტესტი შედგება 60 შეკითხვისგან (30 ვერბალური, 30 მათემატიკური) და მის ამოსახსნელად მოსწავლეს 2 საათი აქვს.გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან iPad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი, 50 %-იანი და 25 %-იანი სასწავლო გრანტით.
ოლიმპიადაზე რეგისრტრაცია


თუ ხარ საქართველოს 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ-სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე, გადახვედი III ტურში და ამავე დროს აიღე ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტი, უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%, 70% და 50%-იან დაფინანსებას;

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.


თუ ხარ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 50%-ს დაგიფინანსებს;


თუ შენი ოჯახის წევრი (დედა, მამა, და, ძმა) არის შეიარაღებული ძალების მოქმედი წარმომამდგენელი რომელიც ARMY CARD-ის მფლობელია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;


თუ შენი და-ძმა, ან შენი ოჯახის სხვა წევრი, უკვე სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ (ამ შეღავათზე არ მოქმედებს პუნქტი);


თუ ხარ “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან 50%-იან დაფინანსებას მიიღებ (ამ შეღავათზე არ მოქმედებს პუნქტი);

თუ გსურს სწავლის გადასახადის ნაწილ-ნაწილ გადახდა, შეგიძლია გადახდის მოქნილი გრაფიკით ისარგებლო და შენი სწავლის საფასური 8 თვეზე გადაანაწილო.


იბსუს გრანტის შენარჩუნების პირობები

* შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოპოვებული გრანტით ან დაფინანსებით 4 აკადემიური წლის განმავლობაში ისარგებლებ იმ შემთხვევაში, თუ შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი ყოველი წლის ბოლოს არ იქნება 80 (GPA) ქულაზე ნაკლები, ხოლო თუ შენ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგით პირველ 500-ეულში და 1000-ეულში მოხვედრილ სტუდენტებს შორის და იღებ IBSU-ს ყოველთვიურ სტიპენდიას, მის შესანარჩუნებლად შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი (GPA) ყოველი წლის ბოლოს არ უნდა იყოს 91 ქულაზე ნაკლები.

** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რამდენიმე დაფინანსების მიღების შემთხვევაში არ მოქმედებს შეკრებითობის პრინციპი, პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე მაღალ დაფინანსებას.

Log In

Create an account