TOP 10

TOP 2

ანა ქსოვრელი, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორე პოზიციაზეა, 100%-იანი გრანტი აქვს და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე სწავლობს:

ჩემი არჩევანი მიზეზთა ერთობლიობამ განაპირობა. ცოტა შორიდან დავიწყებზოგადად, არაერთხელ მსმენოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შექმნილი კომფორტული გარემოს, კვალიფიციური ლექტორების, ხარისხიანი სასწავლო პროცესისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების შესახებ. 
თავად პირველად ორი წლის წინ მოვხვდი აქ კერძო სასკოლო ოლიმპიადების მეშვეობით, რომელთა თანაპარტნიორი და ტურების მასპინძელი იბსუ იყო. თავიდანვე მოვიხიბლე აქ არსებული წესრიგითა და გამართული ინფრასტრუქტურით. ამას დაემატა მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის მიღებული 1500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რითაც ინტერესი გამიღვივდა და იბსუს ვებგვერდზე აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ინფორმაციებს გავეცანი. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთათვის დაწესებული შიდა შეღავათები, .. “გრანტს+გრანტი“, რომლის გათვალისწინებით შანსი მეძლეოდა ასეთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ მესწავლა.

ყოველივე ზემოხსენებულმა საკმაოდ სერიოზული მოტივაცია მომცა. ამას ისიც დაემატა, რომ შარშან ჩემი უფროსი და აქ ჩაირიცხა და პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაება სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაში. ყოველ საღამოს აღტაცებით მიყვებოდა განვლილი დღის საინტერესო და ნაყოფიერ სამუშაო პროცესებზე, რაც კიდევ უფრო მიძლიერებდა აქ მოხვედრის სურვილს და შესაბამისად, შედეგი სახეზეადღეს მეც იბსუელი ვარ!

კარგად მაქვს გააზრებული სად და რისთვის მოვედი. ვიცი რამდენად დახვეწილი და ხარისხიანია სასწავლო პროცესი იბსუში. რამდენად მრავალფეროვანია სტუდენტური კლუბები და აქტივობები, რაც ნებისმიერ ჩვენგანს საშუალებას გვაძლევს საკუთარი ინტერესების გამოვლენისა და პოტენციალის რეალიზებისთვის. 
დარწმუნებული ვარ, იბსუში მიღებული ცოდნით მომავალში ჩემი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ადამიანი გავხდები.

ყველა აბიტურიენტს ვურჩევ პირველ რიგში სწორად განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები, დაისახონ მიზანი და ჯიუტად იარონ მისკენ. მაქსიმალური კონცენტრირებაა საჭირო სასწავლო პროცესზე. ბევრს ჰგონია, რომ რეპეტიტორის გარეშე ცოდნის მიღება შეუძლებელია, რაც მცდარი აზრია და ამის დასტურად მე და ჩემი დაც გამოვდგებით. მთავარია მონდომება, მობილიზება, ემოციური წონასწორობის შენარჩუნება და საკუთარი თავის რწმენა. კლასგარეშე, დამატებითი მასალისა და ტესტების მოძიებაგააზრება, დამოუკიდებლად მუშაობა საკმაო ნებისყოფას საჭიროებს, თუმცა საბოლოოდ სასურველი შედეგი მოაქვს.
შეუძლებელი არაფერია, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ.
რაც შეეხება უნივერსიტეტის არჩევანს, ჩემთვის იბსუ უალტერნატივოა აქ არსებული სასიამოვნო გარემოთი, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესითა და ხარისხით, ფინანსური შეღავათებით, დაცულობით, სოციალური აქტივობებით, სხვადასხვა თემაზე ღია სემინარებითა და სტუმარმასპინძლობით.
იბსუ მოტივატორია! – არჩევანი თქვენზეა’’

Log In

Create an account