ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

IBSU-ს ტური

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლის  28 აპრილს დაარსდა. ამ პერიოდიდან დაწყებული, უნივერსიტეტი მუდამ ვითარდება და ფართოვდება.

IBSU-ში ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 5 ფაკულტეტზე ფუნქციონირებს:

• ბიზნესის მართვის ფაკულტეტი;

• კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი;

• სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

• განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

• სამართლის ფაკულტეტი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის მაღალ დონეს ადგილობრივი პროფესორები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 200-ზე მეტი პროფესორი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ: მრავალფეროვან საჯარო ლექციებზე დასწრება, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან გამართულ დისკუსიებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა; იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვა; ბიბლიოთეკაში 24 500 წიგნზე და მუდმივად განახლებად ელექტრონულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა; 90-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა; მუსიკალურ, თეატრალურ და ცეკვის წრეებში გაწევრიანება; 30-ზე მეტ განსხვავებული მიმართულების კლუბის საქმიანობაში ჩართვა; სპორტის სხვადასხვა სახეობის ჩემპიონატში მონაწილეობა და სპორტდარბაზში, კალათბურთის მოედანზე, ღია და დახურულ სტადიონებზე ვარჯიში; ექსკურსიებზე, პიკნიკებსა და ლაშქრობებზე არაფორმალურ გარემოში განტვირთვა.

ამჟამად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2317 სტუდენტი სწავლობს, 2397 კურსდამთავრებული სტუდენტი უკვე ფლობს უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომს. 2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 576 აბიტურიენტიდან 230 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მათ შორის 76 ოქროსა და 30 ვერცხლის მედალოსანია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარჩინებულ ახალგაზრდებს სასწავლო გრანტებითა და სხვადასხვა საჩუქრით აჯილდოვებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი შეღავათებით 1000-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს. გაცემული გრანტების ჯამური თანხა 2 000 000 ლარამდეა.

Log In

Create an account