სიახლეები

გაცნობითი პროგრამა 2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლის გაცნობით პროგრამას მართავს, რომელშიც ჩვენივე უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის 130-მდე სტუდენტია ჩართული. გაცნობითი პროგრამა თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სტუმრობას და პრეზენტაციების გამართვას გულისხმობს; IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟირების პროექტში ჩართული სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს ადგილზე აცნობენ იბსუს სასწავლო პირობებს, შეღავათებს, გაცვლითი პროგრამებს, სასკოლო ოლიმპიადასა თუ ყველა იმ სიახლეს, რომელსაც უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წელს სთავაზობს.

Log In

Create an account