სიახლეები

განათლების გამოფენა 2017

16-17 თებერვალს, ”ექსპო ჯორჯიაში” მე-7 საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად #IBSU-მაც მიიღო მონაწილეობა. გამოფენის სტუმრებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისგან და ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე – ჩვენთან მოქმედ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ, ასევე, #იბსუში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიების, გრანტებისა და გაცვლითი პროგრამების თაობაზე.

Log In

Create an account