დარეგისტრირდი ღია კარის დღეზე
 

სიახლეები

გურამ ჯაჯანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების (ინგლისურენოვანი პროგრამა) სტუდენტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით,#იბსუ-ში წელს ჩარიცხულ სტუდენტთა შორის, ყველაზე მაღალი აკადემიური შედეგები აქვს და 100%-იანი გრანტის მფლობელია. ის, ასევე, იბსუს სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა ''არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გამოც, მე პირადად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავირჩიე. პირველი და უმთავრესი არის, რა თქმა უნდა, სწავლების მაღალი ხარისხი. ამას განაპირობებენ კვალიფიცირებული ლექტორები და ადმინისტრაცია, რომელიც ზრუნავს ადეკვატური აკადემიური გარმეოს შექმნაზე. მეორე, რასაც მე დიდ ყურადღებას ვაქცევ, არის ინფრასტრუქტურა. იბსუ არის ის უნივერსიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს თავის სტუდენტებს კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოთი. გარემო მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე, შესაბამისად მის მიერ შესრულებული სამუშაოს პროდუქტიულობასა და ხარისხზეც. გარდა ამისა, მე ყურადღებას ვაქცევ მოსწავლეთა იმ კონტიგენტსაც, რომელთანაც მე მიწევს ურთიერთობა. იბსუს რეიტინგულობიდან და მოთხოვნადობიდან გამომდინარე უნივერსიტეტი ნამდვილად არ განიცდის ისეთი მოსწავლეების ნაკლებობას, რომლებთან ურთიერთობაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს.

იხილეთ მეტი …

Log In

Create an account