200 ყველაზე რეიტინგული სტუდენტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ირჩევს!

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს  ირჩევენ ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ჩარიცხული 576 სტუდენტიდან, 230 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, 76 ოქროს, ხოლო 30 ვერცხლის მედლის მფლობელი. 2 სტუდენტი ეროვნულის მასშტაბით პირველ 100-ეულშია, ხოლო 1 პირველ 200-ეულში.

IBSU-ს შიდა დაფინანსებით 1000-მდე სტუდენტი სარგებლობს, ხოლო გაცემულ გრანტთა საერთო რაოდენობა 2 000 000 მილიონ ლარს აღწევს.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 200 ყველაზე რეიტინგული სტუდენტიდან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არჩევანი 3-მა აბიტურიენტმა გააკეთა. ამ მაჩვენებლით, IBSU ყველაზე მოთხოვნად 3 კერძო უნივერსიტეტს შორისაა.

www.naec.ge